ციფრული სარკე

რა არის ციფრული სარკე ?

ციფრული სარკე სკოლის ციფრული განვითარების შეფასების ინსტრუმენტია.

ვინ ახორციელებს სკოლის შეფასებას ?

შეფასებას სკოლის სამუშაო გუნდი ახორციელებს, რომელიც სკოლის დირექტორის, ისტ მენეჯერისა და ინოვატორი მასწავლებლებისგან შედგება.


ლატფორმაზე მუშაობა ორი მიმართულებით ხდება:
  • სკოლის რეპორტის გენერირება - სკოლის ციფრული განვითარება ფასდება ინდიკატორების მიხედვით;
  • ციფრული სტრატეგიის შემუშავება - რეპორტზე დაყრდნობით ციფრული სტრატეგია მუშავდება და პლატფორმაზე განთავსდება, განვითარებისთვის შესაბამისი მიზნები და აქტივობები იგეგმება.
სკოლის ციფრული განვითარება 15 ინდიკატორით ფასდება, რომელიც 3 სექციადაა დაყოფილი:
  • პედაგოგიური ინოვაციები
  • ცვლილების მენეჯმენტი
  • ციფრული ინფრასტრუქტურა.
სკოლის გუნდი თითოეულ ინდიკატორს შემდეგი სკალის მიხედვით აფასებს: ა) შენაცვლება: შემთხვევითი და მცირე მასშტაბის ინოვაციური პრაქტიკის ეპიზოდები, რომელიც რამდენიმე მასწავლებელს მოიცავს, სკოლის ლიდერების კოორდინაციის გარეშე. ბ) შევსება: მასწავლებლების ჯგუფი და სკოლის ლიდერების შიდა კოორდინაცია, ერთმანეთისგან სწავლა გ) გაღრმავება: პროცესების სისტემური ცვლილება; ინოვაციური ელემენტები ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილია და მთელი სკოლის ჩართვა მიმდინარეობს დ) გაფართოვება: ინოვაციური პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი, დადასტურებების შეგროვება და ანალიზი მიმდინარეობს პედაგოგიური კვლევების და სასწავლო ანალიტიკის საფუძველზე ე) უფლებამოსილება: ძირითადი პრაქტიკის გადააზრება მტკიცებულებებზე დაყრდნობით; ინოვაციური ლიდერობა სკოლის ფარგლებს გარეთ


ციფრული მოწიფულობის შეფასების ინსტრუმენტი ზოგადი განათლებისთვის


1 comment:

  1. წარმატებები ჩვენს საყვარელ სკოლას

    ReplyDelete