ინტერვიუები

პროექტის ფარგლებში ინტერვიუსთვის მივმართეთ :
უფროსკლასელებს;
უმცროსკლასელებს;
პეგაგოგებს;
ექსპერტს ტექნოლოგიების მიმართულებით.

ინტერვიუ ექსპერტთან

ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი, მაიქროსოფტ ექსპერტ ინოვატორ მასწავლებელი, მაიქროსოფტ ტრენერი, მაიქროსოფტ მასტერ ტრენერი, ქართული ენის საუკეთესო მასწავლებლის ხუთეულის წევრი, საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან გონაშვილი



ინტერვიუ ექსპეტთან


  


1. რომელი პროგრამის გამოყენებას  გაუწევდით რეკომენდაციას სასწავლო ტესტების შესადგენად?

ვერ გეტყვით, ჩემთვის მოსაწონი და მოსახერხებელი პროგრამები, რამდენად იქნება მისაღები სხვა პედაგოგებისთვის, მაგრამ საკუთარ გამოცდილებას მაინც გაგიზიარებთ, რადგან დაინტერესდით.

ეს გახლავთ:

ა) ProProfs Quiz Maker - https://www.proprofs.com/quiz-school/,



დ)TestMaker(

ე) Microsoft forms

ვ) Google forms

2.           რომელი პროგრამის გამოყენებას  გაუწევდით რეკომენდაციას ელექტრონული წიგნების  შესადგენად?

ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი და საუკეთესო  პროგრამებია:



3.            რომელ სასწავლო თამაშს ანიჭებთ უპირატესობას მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად?

ზედა კლასებში ნაკლებად გვცალია თამაშით სწავლებისთვის, არა იმიტომ, რომ არ არის მისაღები ჩემთვის და უინტერესო მოსწავლეთათვის, არა, ეროვნული სასწავლო გეგმა და სტანდარტი არ გვაძლევს სრულ შემოქმედებით თავისუფლებას მასწავლებლებს, რადგან საკმაოდ მოცულობითი ტექსტებია შესასწავლი, თუმცა მაინც ვახერხებ, რომ  შევიტანო თამაშის ელემენტები და ამაში მეხმარება საბაზო-საშუალო საფეხურზე http://www.classtools.net/, სადაც უამრავი ინსტრუმენტია ერთად თავმოყრილი და მასწავლებელს საშუალება აქვს მოსწავლეთა ინტერესისა და სასწავლო მიზნების  გათვალისწინებითა გამოიყენოს სასურველი. მე ხშირად ვიყენებ კროსვორდებს, ვის უნდა მილიონი და ასევე , Fakebook-

4.            გაგვიზიარეთ ტექნოლოგიების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი.

ბოლო ორი წელია საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის სახელით ვატარებ მასშტაბურ ღონისძიებებს, სადაც პედაგოგებს ვასწავლი ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებას სასწავლო პროცესში. მანამდე მაიქროსოფტ საქართველოს დახმარებით ჩავატარე რამდენიმე კონკურსი და კონფერენცია. ბოლო ყველაზე მასშტაბური და შედეგიანი ასეთი ღონისძიება იყო მასწავლებელთათვის OneNote-ს გამოყენების სწავლება. პედაგოგებს მთელი წლის მანძილზე ეძლეოდათ ეტაპობრივად დავალებები და ასრულებდნენ მას. ჰქონდათ ვებინარები და ჩართვისას ეცნობოდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტრუმენტის გამოყენების ინსტრუქციებს, ბოლოს შედეგები შევაჯამეთ კონფერენციით. მასში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა სკოლამ.

5.            როგორია თქვენი თვალით დანახული „მომავლის სკოლა“?

რა თქმა უნდა, მომავლის სკოლა, მომავლის შესაფერისიც უნდა იყოს 😊 ყველანაირად გამართულ-აღჭურვილი თანამედროვე საგნობრივი ლაბორატორიებით. სწავლებაში აქტიურად უნდა გამოიყენებოდეს ტექნოლოგიები და ინტერაქტიული მეთოდები. სწავლება მოსწავლეთა  უშუალო მონაწილეობით უნდა მიმდინარეობდეს და  გაკვეთილის „ავტორი“  მხოლოდ მასწავლებელი არ იყოს.

ინტერვიუ მათემატიკის პედაგოგთან,

სოფიო ირემაშვილთან



ინტერვიუ.ნაწილი1

ინტერვიუ.ნაწილი2


ინტერვიუ მოსწავლეებთან


უფროსკლასელებთან

1 comment:

  1. ჩვენი საამაყო მასწავლებლები და მოსწავლეები წარმატებები თქვენ!!!

    ReplyDelete