( პროექტის შესახებ)
პროექტი ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტის ფარგლებში საქართველო რეგიონებში ტრენინგებს ახორციელებს ორგანიზაცია DG-SALT-ი. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.
საწყის ეტაპზე პროექტში ჩაერთულია 60 სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, თითოეული სკოლიდან ტრენინგში მონაწილეობს სკოლის ლიდერთა ექვსპერსონიანი გუნდი.
პროექტის ფარგლებში სკოლებმა
- შეაფასეს სკოლაში ციფრული სასწავლო პრაქტიკა და მასზე დაყრდნობით დაიწყეს მუშაობა ციფრული სტრატეგიების დაგეგმვა-განხორციელებაზე;
- დაიწყეს ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა უახლესი ციფრული ინსტრუმენტებით;
- ჩამოაყალიბეს სკოლაში ლიდერთა ჯგუფები, რომლებიც განახორციელებენ ციფრული ინოვაციების დანერგვას პედაგოგიკაში, სკოლის მართვაში, მენეჯმენტსა და სასკოლო-სასწავლო გარემოში;
პროექტის, " ციფრული სკოლა 151 " , მიზანია მეტი ციფრული ინოვაციების გამოყენება სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისთვის და 21-ე საუკუნის თაობის,
" ციფრული აბორიგენების " , ჩამოყალიბებისათვის.
პროექტის წარმატებულად განხორციელების შემდეგ ჩვენ მივიღებთ :
- დახვეწილ , საინტერესო, ეფექტურ სასწავლო ელექტრონულ რესურსებს;
- ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობისა და გამოყენების მქონე მოსწავლეთა ძლიერ გუნდს;
- სკოლის მოსწავლე-მასწავლებელს შორის თანამშრომლობით ატმოსფეროს.